ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ქაბულში ორმაგი აფეთქების შედეგად 2 ჟურნალისტი გარდაიცვალა

ტელეარხი Tolo News-ი ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას ვრცელებს, რომ გუშინ, ქაბულში, ორმაგი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა.

დანაღმული ავტომობილი ქაბულის დასავლეთ ნაწილში, სპორტულ კლუბთან აფეთქდა. დაღუპულთა შორის ტელეარხ Tolo News-ის ორი ჟურნალისტია. მეორე აფეთქება რამდენიმე საათის შემდეგ შემდეგ მეზობელ რაიონში მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

აგვისტოს შუა რიცხვებში, დაუდგენელმა პირებმა ავღანეთის პრეზიდენტის სასახლის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

იტვირთბა....