ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში, 2 წლის წინ გარემონტაებულ საბავშვო ბაღში ჭერი ჩამოინგრა. ამის შესახებ ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის თქმით, უკვე შემდგარია სადეფექტო აქტი და საქმის კურსშია კომპანია, რომელმაც საბავშვო ბაღი გაარემონტა.
“ყველა დეტალს გავივლით, ვნახავთ აქტებს და გავარკვევ რა გახდა ჭერის ჩამონგრევის მიზეზი. შესაბამისად, ამომწურავ ინფორმაციასაც მოგვიანებით მოგაწოდებთ”- აღნიშნა ალექსნადრე სარიშვილმა.