ატენის ხეობაში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
“დამწვარია 8-ჰა – მდე ფართობი
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 50-მდე მეხანძრე-მაშველი
მონიტორინგის მიზნით ხანძრის ადგილზე რამდენიმე სახანძრ-სამაშველო ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში დარჩება
ადგილზე არიან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო – სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე ხვადაგიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამართალდამცავები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ცეცხლთან ან საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანების და განადგურების ფაქტზე, 188-ე მულის მეორე ნაწილით დაიწყო” – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.