ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს ყველაფერი მარაზმს ემსგავსება” – სადღობელაშვილი “ქართული მარშის” პროტესტის ფორმას არ ეთანხმება

„ქართული მარშის“  ყოფილი წევრი ლადო სადღობელაშვილი არ ეთანხმება “მარშის” მიერ დადგეგმილ ღონისძიებებს, პროტესტის ფორმას,რომელიც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრის, გურამ კაშიას წინააღმდეგ იგეგმება. ამის შესახებ სადღობელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

„სავარაუდოდ, მივალ და ვუგულშემატკივრებ საქართველოს ნაკრებს. მართალია, იქ კაშია თამაშობს, მაგრამ ეს არის ჩვენი ეროვნული ნაკრები და არ მაქვს უფლება სხვანაირად მოვიქცე. მე არ ვეთანხმები იმ ფორმებს, რა ფორმითაც აპირებენ რიგი ორგანიზაციები, გააპროტესტონ კაშიას თამაში. ეს უკვე მარაზმს ემსგავსება. აღარ მომწონს ასეთი ფორმა”, – აღნიშნა ლადო სადღობელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართება. „ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და გურაბ კაშიას წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავენ.

იტვირთბა....