ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ ინტერპრესნიუსთან საუბრისას, განაცხადა, რომ ფოთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული გოგა სიგუას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ორჟონიას თქმით, პაციენტს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.
,,პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია, მათ შორის გულ-მკერდის არეში, თავის ტვინზე და ჰემატომის მოცილება, ასევე მარჯვენა ზედა კიდურის ამპუტაცია წინა მხრის დონეზე. გრძელდება ინტენსიური თერაპია“, -აღნიშნა სულხან ორჟონიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ფოთში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა , სამი კი დაშავდა.