დიდი ბრინატეთის პროკურატურა რუსეთის იმ მოქალაქეების სახელსა და გვარებს ასახელებს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის მკვლელობაში. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, ესენი არიან: ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი, რომელთა მიმართ გაცემული იყო დაკავების ევროპული ორდერი.
“ჩვენ არ მივმართავთ რუსეთს გადმოგვცენ ეჭვმიტანილები, რადგან ვიცით, რომ რუსეთის კონსტიტუცია კრძალავს საკუთარი მოქალაქეების სხვა ქვეყნისთვის გადაცემას” – აღნიშნულია ბრიტანეთის პროკურატურის მიერ გავრეცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მიმართ გამოყენებული იყო საწამლავი ნივთიერება.