იტალიური პრესის ცნობით, სილვიო ბერლუსკონი აპირებს შეიძინოს სერია C-ს გუნდი „მონცა”.
გავრცელებული ინფორმაციით მხარეები უკვე მოლაპარაკებას აწარმოებენ.
2017 წლის აპრილში ბერლუსკონიმ, რომელიც 31 წელი ფლობდა „მილანს”, კლუბი ჩინურ-ამერიკულ ჰოლდინგ “როსონერი სპორტ ინვესტმენტ ლუქსს” (Rossoneri Sport Investment Lux) მიჰყიდა. ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით, კლუბის გაყიდვიდან მიღებულმა თანხამ შეადგინა 740 მილიონი ევრო.
ბერლუსკონიმ, როგორც ჩანს, ფეხბურთში დაბრუნება გადაწყვიტა.