რუსული მედიაფორუმის მასპინძელი ეკა ნასყიდაშვილი იმ აქციას, სადაც მოქალაქეები ფორუმის გამართვას აპროტესტებენ განაცხადა, რომ რაც აქციაზე ხდებოდა ძალიან დიდი სირცხვილია.
ნასყიდაშვილი ამბობს, რომ რუსული მედიაფორუმი საქართველოში მეოთხე წელია იმართება და ამას პროტესტი არასდროს მოჰყოლია. მისი თქმით, რუსი ჟურნალისტები და ანალიტიკოსები კოლეგებს მხოლოდ ინფორმაციას უცვლიან და პროპაგანდას ადგილი არ აქვს.
„მეოთხე წელიწადია იმართება საქართველოში ეს ღონისძიება და მსგავსი რამ არასოდეს ყოფილა. ნამდვილად არ გვეგონა, თუკი ეს ამბავი მოხდებოდა.
აქ არიან თქვენი კოლეგები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, რომლებიც გაოცებულები უყურებენ დღეს საქართველოში რაც ხდება, რაც ძალიან დიდი სირცხვილია. წელს რა მოხდა და რატომ მოჰყვა ამას. ძალიან კარგი სპეციალისტები არიან. დეზინფორმაციაზე არ არის აქ პროფესიონალიზმზეა საუბარი. აქ არ არის საუბარი პროპაგანდაზე აქ არის აზრთა გაცვლა-გამოცვლა“-ამბობს ფორუმის ორგანიზატორი ეკა ნასყიდაშვილი.
როგორც ნასყიდაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, ისინი საქართველოში ტანკებით არ შემოსულან და სეთი პროტესტიც არ უნდა მოყოლოდა ამ ფორუმს.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო “ვერე პალასთან,” სადაც კრემლის დაფინანსებით რუსული მედიაფორუმი დაიწყო, აქცია მიმდინარეობს. სასტუმროს შენობასთან მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას” წევრები და სხვა მოქალაქეები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები პუტინის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმის ჩატარებას აპროტესტებენ.
როგორც ღონისძიების მონაწილეები აცხადებენ, საპროტესტო აქცია მათთვის გასაკვირი და არასასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა.