ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსულ პროპაგანდასთან დაპირისპირება ხელისუფლებისა და საზოგადოების ამოცანაა”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით თბილისში მიმდინარე მედიაფორუმთან „მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენის საქმეში“ დაკავშირებით განაცხადა, რომ საზოგადოებისა და მმართველი გუნდის ერთანი პოზიცია ისაა რომ გვქონდეს პრინციპული პოზიცია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ.

დეპუტატის თქმით, რუსული პროპაგანდა გამოწვევაა მთელი დასავლეთისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.

„რუსულ პროპაგანდასთან დაპირისპირება ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთიანი ამოცანაა. საჭიროა თითოეული ჩვენგანის, როგორც მოქალაქეების პრინციპული პოზიცია. ამ ყველაფერს სათანადო რეაგირება და შეფასება უკვე მოჰყვა, რაც ჩვენთვის და საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. სახელმწიფოს რეაქცია ნახეთ, როცა ქვეყანაში ის ჟურნალისტები არ შემოუშვეს, რომელთაც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი აქვთ დარღვეული. თუ გაინტერესებთ, სახელმწიფოს რეაქცია რა არის, არის პრაგმატული საგარეო პოლიტიკა. ჩვენი ქვეყანა ანთებული გულით უნდა გვიყვარდეს, მაგრამ ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ. ეს ის პოლიტიკაა, რომელსაც ვატარებთ. ეს არის თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელმაც ქვეყანას უსაფრთხოება და სტაბილურობა მოუტანა. ეს მიღწევები კიდევ უფრო გამყარდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში სახელწოდებით – „მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენის საქმეში“ ფორუმი მიმდინარეობს, როელშიც მონაწილეობენ ჟურნალისტები და ბლოგერები რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან. ღონისძიება რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერ ფინანსდება.

დღეს დილიდან სასტუმრო „ვერე პალასთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებისა და სამოქალაქო მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წარმომადგენლები აქცია-პერფორმანსს მართავენ. ისინი რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით მედიაფორუმის საქართველოში გამართვას აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ღონისძიება რუსული პროპაგანდის გატარებას ემსახურება.

იტვირთბა....