მოსკოვის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი გუგუშვილი („გოგა ფოთისკი“) მკვლელობაში ბრალდებულად ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს
საქმის მასალების მიხედვით, 2013 წლის 8 ივნისს მოსკოველ ბიზნესმენთან, ალექსანდრე ხარჩენკოსთან შელაპარაკების დროს გუგუშვილმა მას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი ბიზნესმენი რამდენიმე საათის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ოთხი წლის განმავლობაში ძებნაში მყოფი გუგუშვილი 2018 წლის მარტში დააკავეს.