Reuters-ის ინფორმაციით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ Donald Trump-ს სირიის პირველი პირის ბაშარ ალ ასადის მოკვლა სურდა.
როგორც მედიაში წერენ, ამის შესახებ ლაპარაკია Washington Post-ს რედაქტორის ბობ ვუდვორდის წიგნში. ბობ ვუდვორდი მსოფლიო საზაგადოებისთვის 1974 წელს გახდა ცნობილი, როდესაც ის კარლ ბარნშტეინთან ერთად უოტერგეიტის სკანდალს აშუქებდა.
„შიში: ტრამპი თეთრ სახლში“ ასე ჰქვია ამერიკელი ჟურნალისტის ახალ წიგნს, რომელიც 11 სექტემბერს გამოიცემა.
როგორც ამ წიგნიდან ირკვევა, 2017 წელს იდლიბში მომხდარი ქიმიური თავდასხმის შემდეგ, თეთრი სახლის ლიდერმა თავდაცვის მდივან ჯეიმს მეტისს ასადის მკვლელობა შესთავაზა.
ამავე ინფორმაციით, მეტისი თავდაპირველად ტრამპს დაეთანხმა, თუმცა მოგვიანებით დასძინა,”ჩვენ გაცილებით დაბალანსებული ვიქნებით” და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიაზე საჰაერო იერიშის გეგმა შეიმუშავა.
მეტისმა ჟურნალისტებთან უარყო, რომ ტრამპსა და მას შორის ასეთი საუბარი შედგა.
14 აპრილს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დამასკოსა და ჰომსის პროვინციაზე. ეს იყო კოალიციის პასუხი სირიის დედაქალაქის შემოგარენში, დუმაზე მიტანილ ქიმიურ შეტევაზე, რაშიც ისინი ასადის სამხედროებს ადანაშაულებენ.
სირიის ხელისუფლება უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენებას და აცხადებს, რომ თავდასხმა გაყალბებულია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიაში განხორციელებული სარაკეტო იერიში დაგმო.