ანტიდოპინგური ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თემურ უკლებამ განაცხადა, რომ დოპინგის მოხმარების მხრივ საქართველოში მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორებულია.
უკლებას თქმით 2017 წელს 474 სპორტსმენს ჩაუტარდ დოპინგ სინჯი და არცერთი მათგანი დადებითი არ აღმოჩნდა. მსოფლიო მასშტაბით კი დოპინგ პრეპარატების მოხმარება 1.5 პროცენტით გაიზარდა ჭიდაობაში, 1 პროცენტით კი ძიუდოში.
უკლებას განმარტებით განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა სხვადასხვა ფიტნეს კლუბებში, სადაც უკონტროლოდ ხდება ანდროგენულ-ანაბოლური საშუალებების მიღება, რომელიც ადამიანების ორგანიზმში სხვადასხვა სახიფათო უკუჩვენების წარმომქმნელია. უკლება ამბობს, რომ აუცილებელია სამთავრობო დონეზე მოხდეს ამ პრეპარატების კონტროლზე აყვანა