იაპონური საინფორმაციო სააგენტო „კიოდო“-ს ინფორმაცით ბოლო 25 წლის განმავლობაში, იაპონიას ბოლო ყველაზე მძლავრი ტაიფუნი, „ჯები“ დაატყდა თავს.
ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი დაშავდა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ტაიფუნის შედეგად ქალაქ ოსაკას საერთაშორისო აეროპორტი დაიტბორა.
ტაიფუნი „ჯების“ გამო იაპონიის დასავლეთ ნაწილში ასობით რეისი გაუქმდა, გაჩერებულია მატარებლების მოძრაობაც.
იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ტაიფუინი საათში 60 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს.
https://youtu.be/EAW0mfuWXb0