ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავარიას სანზონაში 21 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

გუშინ ღამით, გურამიშვილის გამზირზე, „კინო საქართველოსთან“ ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტრომ  განუცხადა, გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსისი 276 მუხლის 5 ნაწილით მომდინარეობს, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გულისხმობს.

გარდაცვლილის ახლობელმა, ჟურნალისტმა თამარ სანაძემ  “ფორტუნას” განუცხადა, რომ მისი ინფორმაციით, შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, 21 წლის ახალგაზრდა დაკავებულია. მისივე თქმით, მართვის დროს მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

თამარ სანაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ლევანმა სკოლა წელს დაამთავრა და მომზადების გარეშე შეძლო საატესტატო და ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება.

მანამდე, გარდაცვლილი ბიჭი ჯარში მსახურობდა.

„გუშინ ღამით გავიგე საპატრულო პოლიციის და სასწრაფოს უწყვეტი ხმები. ავარია მოხდაო კინო საქართველოსან ვიღაცეები ამბობდნენ… ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ეს შენ იყავი ლევან. როგორი ზრდილობიანი, კეთილშობილი, ძალიან ჭკვიანი იყავი ლევანიკოო…. ეროვნული და საატესტატო გამოცდები ისე ჩააბარე არც კი მომზადებულხარ, მაღალი ქულები აიღე, როგორ ამაყობდა დედაშენი, ახლა კი საწყალ ქალს თავის შვილს მიუსვენებენ სახლში. ალბათ ვიღაც უპასუხისმგებლომ ან მთვრალმა ადამიანმა იმსხვერპლა შენი სიცოცხლე. ეეჰ რა მწარე ხარ ლევან“ – წერს თამარ სანაძე.

იტვირთბა....