ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭელიძის ადვოკატი: “ღიმილიანი ერი დაიკარგა… გიგას ვაზნებიც, რომ ჰქონოდა არ უნდა დაეჭირათ”

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, რომელზეც ჭელიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ ადვოკატმა განაცხადა, რომ ჭელიძე სასამართლო დარბაზიდან უნდა გაათავოსუფლონ თუნდაც მართლა ქონოდა ვაზნები.

“ღიმილიანი ერი დაიკარგა და ხალხს პოლიციის ეშინია. რატომ უნდა იყოს დაჭერილი, თუნდაც ჰქონდეს ის ვაზნები. ბრალდებამ უნდა ამტკიცოს დანაშაული და თუ გიგას გარეთ ყოფნა მათ ხელს შეუშლის, ისინი ყოფილან უსუსურები”, — განაცხადა ჭელიძის ადვოკატმა.

ფაშისტთა დაჯგუფების ლიდერის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს და ამბობს, რომ ის კანონმორჩილი მოქალაქე არაა. მათივე თქმით, ჭელიძის მიმალვის მიზეზი შესაძლოა, საბრძოლო მასალის ტარების დამტკიცება გახდეს. ამასთან, მათივე თქმით, მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეც არსებობს.

“ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის საფრთხეს, რომ გიგა ჭელიძე მიიმალება, მიემალება გამოძიებას და სასამართლოს”, — აცხადებს ბრალდების მხარე.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტომ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით გიორგი ჭელიძე პირველ სექტემბერს დააკავა. განცხადების მიხედვით, პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

იტვირთბა....