ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გიორგი ჭელიძეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრს, გიორგი ჭელიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე 1 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა და ჭელიძეს პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს ეროვნული ერთობის ლიდერს გამოძიება საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში 31  აგვისტოს განთავსებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს, სადაც ორგანიზაციის წევრები იარაღებით ჩანდნენ. ჭელიძის სახლიდან სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ამოიღეს.

იტვირთბა....