ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მართვის მოწმობის ასაღებად: ტესტებს ახალი საგამოცდო ბილეთები ემატება

ავტომობილის მართვის მოწმობის ასაღებად თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტები ფართოვდება.

ტესტებს ეკო-მართვის საგამოცდო ბილეთები ემატება. ეკო- მართვის 50 ბილეთი და მათი პასუხები უკვე დამტკიცებულია და საგამოცდო ტესტებში 30 სექტემბრიდან გამოჩნდება

ამ ბილეთების ჩაბარება ასევე სავალდებულო იქნება A  კატეგორიისა და  A1 ქვე-კატეგორიის სატრანსპორტო  საშუალებების, ასევე T და S კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მიმღები პირების და ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირების მიერ ერთდროულად B კატეგორიისა და C1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარების დროს.

gbc.ge

იტვირთბა....