ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი ჭელიძე: “ლავრენტი ბერია რომ დააბრუნოთ და განათებულ მანქანის ფონზე დამხვრიტოთ, ვერ გამაჩერებთ”

არც ერთი პოლიციელი არ იყო პოლიციელის ფორმაში, ისინი სამოქალაქო ფორმაში იყვნენ, ჩამომართვეს ტელეფონი და იძულებული გამხადეს, დავმორჩილებოდი. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, შეიძლება ჩემზე სროლაც განხორციელებულიყო. ჩემი ერთადერთი დანაშაულია ქვეყნის, ერისა და სახელმწიფოს სიყვარული და ამის გამო მტანჯავენ, – აღნიშნული განცხადება გიორგი ჭელიძემ სასამართლო დარბაზში დღეს გამართულ სხდომაზე გააკეთა.

“პირველი არხის” ინფორმაციით, ჭელიძის ადვოკატებმა სასამართლოს სასამართლოს მიმართეს და 1000-ლარიანი გირაო შესთავაზეს.

„საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერის, გიორგი ჭელიძის განცხადებით, მისი ერთადერთი დანაშაულია ქვეყნის, ერისა და სახელმწიფოს სიყვარულია.

„დევნა დაიწყო მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია დავაფუძნე. საზოგადოებას ამ ორგანიზაციის იდეოლოგია გააჩნია. პოლიციამ უსაფუძვლოდ რამდენჯერმე დამაკავა. წინა წლის ოქტომბერში სასტიკად მცემეს, რაზეც რეაგირება არ მომხდარა. ეს პირდაპირ ჩემი გაჩუმებია მცდელობაა. ამ ვაზნებზე ექსპერტიზა ჩატარდა და ჩემი ბიოლოგიური მასალა, არც ჩემი დნმ-ი არ ამოვიდა, 10 ვაზნიდან არც ერთზე. არც ერთი პოლიციელი არ იყო პოლიციელის ფორმაში, ისინი სამოქალაქო ფორმაში იყვნენ, ჩამომართვეს ტელეფონი და იძულებული გამხადეს, დავმორჩილებოდი. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, შეიძლება ჩემზე სროლაც განხორციელებულიყო. ჩემი ერთადერთი დანაშაულია ქვეყნის, ერისა და სახელმწიფოს სიყვარული და ამის გამო მტანჯავენ. ლავრენტი ბერია რომ დააბრუნოთ და განათებულ მანქანის ფონზე დამხვრიტოთ, ვერ გამაჩერებთ“, – განაცხადა გიორგი ჭელიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრი, გიორგი ჭელიძე რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

იტვირთბა....