ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რთული წარმოსადგენია, „ოცნებამ“ ჩემ გარდა, სხვა კანდიდატს დაუჭიროს მხარი”

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი “კვირის პალიტრასთან” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მას ვერ წარმოუდგენია “ქართული ოცნების” გარდა, სხვა პარტიამ დაუჭიროს მის კანდიდატურას მხარი.

„აბსოლუტურად გასაგებია “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე დისკუსია – პარტიისთვის ისედაც რთული გადაწყვეტილებაა, უარი თქვას საკუთარ კანდიდატზე და სხვა, არაპარტიულ პირზე გადაანაწილოს ამომრჩევლის მხარდაჭერა, თანაც ხომ უნდა გაირკვეს, ვინ დარეგისტრირდება საპრეზიდენტო კანდიდატად, ხომ შეიძლება, ჩემი რეგისტრაცია ცესკოში შეფერხდეს? თეორიულად ხომ შეიძლება დავუშვათ ეს. ამიტომ აბსოლუტურად გასაგებია, რატომ ითხოვს “ქართული ოცნება” 8 სექტემბრამდე ვადას, სწორედ 8 სექტემბერს გაირკვევა საპრეზიდენტო კანდიდატების ვინაობა. სხვა მხრივ კი, როგორც მე ვერ წარმომიდგენია “ქართული ოცნების” გარდა, სხვა პარტიამ დამიჭიროს მხარი, ისე რთული წარმოსადგენია ჩემ გარდა, სხვა რომელ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი “ქართულმა ოცნებამ,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა მისთვის პრიორიტეტულია  საერთაშორისო კონტაქტები და დიპლომატიური გამოცდილების კუთხით განვითრება.

“რა თქმა უნდა, არ ვაპირებ კონფრონტაციის პრეზიდენტი ვიყო, ეს ქვეყანას დადებით შედეგს ნამდვილად არ მოუტანს, პირიქით, უნდა შევეცადოთ მუდმივი დაპირისპირებისგან ახალ რელსებზე გადავეწყოთ,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც ცნობილია, “ქართული ოცნება” თავის არჩევანს 8 სექტემბრის შემდეგ გაახმოვანებს, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატების სრული სია იქნება ცნობილი.

31 აგვისტოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, დღეს უმრავლესობის წერმა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კონსერვატორები დიდი სიამოვნებით დაუჭერენ მხარს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას.

იტვირთბა....