ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართული ოცნების” ოფის-მენეჯერი გრიგოლ ვაშაძის შტაბს შეუერთდა

როგორც საინფორმაციო სააგენტო “გურია ნიუსი” იუწყება, ოზურგეთის რაიონული პოლიტიკური ორგანიზაციის “ქართული ოცნების” ოფის-მენეჯერმა ცირა ჯინჭარაძემ პარტია დატოვა და ოპოზიციას, კერძოდ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბს შეუერთდა.

ჯინჭარაძის თქმით, “ოცნებამ” მოლოდინი ვერ გაამართლა, რის გამოც ოფისში ხშირად ჰქონდა უთანხმოება კოლეგებთან, რაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებით იყო განპირობებული.

“ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება და დავტოვე პარტია” – აცხადებს ჯინჭარაძე.

იტვირთბა....