SKY news-ის ინფორმაციით, ბრიტანეთს სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება იმისათვის, რომ ISIS-ის მიერ სავარაუდო ტერორისტული აქტები თავიდან აიცილოს. წყაროს ინფორმაციით, იგეგმება მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტის მსგავსი აფეთქებები. ამის შესახებ საუბრობს თავდაცვის უწყების წარმომადგენელი გევინ უილიამსონი.
ბრიტანეთის ხელისუფლება ფლობს მსგავს ინფორმაციას, რომ ISIS-ის წარმომადგენლებს საკმაოდ კარგი კომუნიკაცია აქვთ ერთმანეთთან იმისათვის, რომ თავდასხმები დაგეგმონ. როგორც ირკვევა ბრიტანეთის ხელისუფლება უკვე აღიარებს მსგავსი საშიშროების არსებობას.
“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მანჩესტერის სტილის თავდასხმები” – პრევენციული ზომების მიღებაზე ისაუბრა უილიამსონმა ავღანეთში, ერთ-ერთ ბრიტანულ საჯარისო ნაწილში ვიზიტისას.
მისი თქმით რადიკალური ტერორისტული დაჯგუფებები ანხორციელებენ კომუნიკაციას და მოქმედებენ ავღანეთიდან არა მარტო ბრიტანეთში, არამედ მთლიანად ევროპაში. მან მსგავსი ტერორისტული დაჯგუფებების სახელებიც კი გააჟღერა – “ჰორასანი”, ან “ისლანდიური კრონა”. როგორც უილიამსონი ამბობს, ერთი კვირის წინ მოკლეს ამერიკელებმა ამ დაჯგუფების და ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი აბუ საად ერჰები.