სროლა იყო ალაბამას შტატის ერთ-ერთ ბარში, სადაც ძირითადად მოზარდები იმყოფებოდნენ. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის ჯონ უილიამსის განცხადებით, ინციდენტი ღამით, 10 საათისთვის მოხდა.
“7 მოზარდი დაჭრილია, ერთის მდგომარეობა საკმაოდ რთულია.”- აცხადებენ სამართალდამცველები, რომლებსაც მოზარდები დაკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი.
როგოც ირკვევა, ჩხუბი ორ ახალგაზრდას შორის დაიწყო, რომელიც მოგვიანებით სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.