საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის მარცხს ეხმაურება.
“ნიკა, გულს ნუ დაიწყვეტ!
მთელი ქვეყნისთვის საამაყო ხარ!
დარწმუნებული ვარ, წინ ბევრი გამარჯვება გველოდება!”, – წერს სოციალურ ქსელში ბახტაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის ღია პირველობაზე ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 4 სეტში ესპანელ რაფაელ ნადალთან დათმო შეხვედრა.