გორის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც “მეტრონომს” შინაგან სამქეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი მონაცემებით დაშავებულია კიდევ 4 ადამიანი.
არსებული ინფორმაციით ტოიოტას მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
როგორც ,,მეტრონომს” უწებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.