საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შვედურ ტელეარხ СВТ-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირის დემონტაჟი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ოცნებაა
„რუსეთს ვერ დავასახელებთ ისეთი ქვეყნის მაგალითად, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს. მე მუდმივად ვეკონტაქტები ვლადიმერ პუტინს. მე მას პატივს ვცემ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირის დემონტაჟი მისი ოცნებაა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი ის ქვეყანა არ არის, რომელიც მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე იჭრება.
„თუ შვედეთს ოდესმე პრობლემები ექნება, ეს მართლაც არ იქნება საფრანგეთი. ისევე როგორც შვედეთში ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებს“, – დასძინა მან.