ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პირველი ევროპული სკოლა თბილისში, სადაც საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომს მიიღებენ

დღეს საქართველოს ევროკომისარი,იოჰანეს ჰანი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, თბილისში ოფიციალურად გაიხსება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა. ეს იქნება პირველი სკოლა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდება. იგი განკუთვნილია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის და მათ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ევროპული ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს. სკოლის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები ევროპული განზომილების მქონე საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომს მიიღებენ.

მოსწავლეები შეირჩევიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან, შესაბამისი საკონკურსო პირობებით. 2018-2019 სასწავლო წლისთვის უკვე შერჩეულია 30 მოსწავლე.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია იოჰანეს ჰანის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან.

იტვირთბა....