ახალი რეგულაციების მიხედვით, დღეიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. აღნიშნულ კატეგორიაზე სამკურნალო პრეპარატებზე ფასები ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისათვის მნიშვნელოვნად შემცირდება.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნულ ჯგუფებს, ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე საბაზრო ღირებულების 50%-ი და მეტი ოდენობის ფასდაკლება შეეხებათ.
ფასდაკლება ვრცელდება აღნიშნული დაავადებების სამკურნალო შემდეგ მედიკამენტებზე: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები – ენალაპრილი 10მგ; ენაპი 20მგ; ლოზაპი 100მგ; ეგილოკი 100მგ; კორდარონი 200მგ; ვარფარინ–ნიკომედი 2.5მგ; დიგოქსინი–გრინდექსი 0.25მგ; ვეროშპირონი 25მგ; ატორისი 20მგ; ზილტი 75მგ; მონოსანი 40მგ; ფუროსემიდი 40მგ; ამლოდიპინი 5მგ;დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული) – დიაბეტონი MR 60მგ; ამარილი 2მგ; სიოფორი 1000მგ; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები – თიროზოლი 5მგ; L – თიროქსინი 50მკგ; ფილტვის ქრონიკული დაავადებები – ბრეტარისი ჯენუეირი 322მგკ 60 დოზა; პულმიკორტი 2მლ; მედროლი 16მგ; სალბუტამოლი. 200 დოზა; სალბუტამოლი ინტელი აეროზ. 200 დოზა; სერეტიდი დისკუსი 50/250მკგ ინჰ 60 დოზა; ალბუტეროლის სულფატი 0.5% 2.5მგ/0.5მლ.
იმისათვის, რომ ფასდაკლებამ იმოქმედოს, ბენეფიციარმა უნდა გაიაროს შედეგი პროცედურები: მიმართოს ოჯახის/სოფლის ექიმს ან ექიმ სპეციალისტს ფორმა N100-სა და რეცეპტის მისაღებად; სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში აღნიშნული დოკუმენტაციისა და პირადობის მოწმობის წარდგენით გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2017 წლის ივლისიდან ამოქმედდა პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 მედიკამენტის სიმბოლურ ფასად-1 ლარად შეძენის საშუალებას აძლევს.
2018 წლის 13 აგვისტოდან, კი საქართველოს ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს დიაბეტის მეორე ტიპის სამკურნალო მედიკამენტებზე, სხვადასხვა სააფთიაქო ქსელებში, 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლოს. უწყების განმარტებით, პროგრამის გაფართოება უახლოეს მომავალში კვლავ იგეგმება.