საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აშშ-ში სენატორ მაკკეინის ოფიციალურ გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე იმყოფება, კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, მაკკეინი მისი ძალიან ახლო მეგობარი იყო.
“მე ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ მასთან სახლში, მის რანჩოზეარიზონაში, ის – ჩემთან, ვენახში. ჩვენ გვქონდა ბევრად მეტი ურთიერთობა, ვიდრე პოლიტიკაში შეიძლება. მახსოვს კარგად, 2010-ში რომ ჩამოვიდა. ჩემს თანაშემწეებს ჰკითხა, თქვენ ხვდებითო, რომ მიშა არის თქვენი რეგიონის ჩერჩილიო. სინამდვილეში მე მიმაჩნია, რომ თანამედროვე ჩერჩილი იყო სწორედ მაკკეინი და სხვათა შორის, ქართული ღვინის ემბარგო რომ იყო, დიდი მსმელი არ იყო მაკკეინი, მაგრამ მან დაიწყო ქართული ღვინის სმა და ყველას სთავაზობდა, ეს არის თავისუფლების ღვინოო და მე მინდა, დღეს ქართველებმა შესვანმისი შესანდობარი სწორედ ქართული ღვინით. საქართველომ დაკარგა უკანასკნელი დიდი მეგობარი. საერთოდ აღარ ახსენებენ საქართველოს, საქართველო გაქრა რადარიდან. ივანიშვილმა მიაღწია თავის მიზანს – საქართველო სიტყვა უხსენებლივით გახდა. კატასტროფა ხდება,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, სენატორი მაკკეინი თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მას დღეს დაკრძალავენ.