ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი მსოფლიო

ამერიკის საავტომობილო ასოციაცია შემოდგომით ბენზინის ფასის კლებას პროგნოზირებს

ზაფხულის სეზონის დასასრულის მოახლოებასთან ერთად ამერიკის საავტომობილო ასოციაცია აშშ-ის ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინის ფასის მნიშვნელოვან დაცემას ელოდება.

ასოციაციის პროგნოზის მიხედვით, ბენზინის საშუალო ფასი ქვეყნის მასშტაბით შემცირდება ამჟამინდელი 2,84 დოლარის ნიშნულიდან 2,70 დოლარის ნიშნულამდე გალონზე. აშშ-ში ბენზინის ფასის მაქსიმუმი მაჩვენებელი მიმდინარე წელს დაფიქსირდა აგვისტოს თვეში – 1 გალონი ღირდა 2,97 დოლარი.

“მომხმარებლები შეძლებენ ეკონომიის გაკეთებას, როცა საწვავით ავტომობილის გამართვას შემოდგომით განახორციელებენ”, – განაცხადა ამერიკის საავტომობილო ასოციაციის წარმომადგენელნა ჯანეტ კასელანმა.

მისი თქმით, ბენზინის ფასების  კლება დაფუძნებული იქნება აგვისტოში ნედლ ნავთობზე სტაბილური ფასებზე  და 1 სექტემბრიდან ბენზინზე მოთხოვნილების შემცირებაზე. ბენზინის ფასის მოსალოდნელ შემცირებას ხელს შეუწყობს ასევე საწვავის შედარებით ეკოლოგიური საზაფხულო სახეობიდან ზამთრის ნარევზე გადასვლა – ისინი უფრო იაფია წარმოებაში.

გარდა ამისა, შემოდგომით სავარაუდოდ ბენზინზე მოთხოვნილება მცირდება: მომხმარებელთა უმრავლესობას უმთავრდება საზაფხულო შვებულებები, რომლებიც ხანგრძლივ მგზავრობებს ითვალისწინებს.

GHN

იტვირთბა....