არგენტინის ნაკრების ყოფილმა წევრმა დიეგო მარადონამ ბელარუსის პრეზიდენტს დაბადების დღე მიულოცა და სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ იგი თავის ოფიციალურ ინსტაგრამზე წერს.
“ვულოცავ დაბადების დღეს ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს და მადლობას ვუხდი იმისათვის, რომ მის ქვეყანაში მუშაობს საშუალება მომცა”, – წერს ფეხბურთელი.
მარადონა აღნიშნავს, რომ მომდევნო კვირაში შეუდგება თავის საქმიანობას საფეხბურთო კლუბში „დინამო-ბრესტში“, რომელის მმართველობას სათავეში თავად ჩაუდგება.
მიმდინარე წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ მარადონამ ბრესტსკის კლუბთან შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომელიც სამ წელიწადზეა გათვლილი. ყოფილი ფეხბურთელი კლუბის სტრატეგიული საკითხების განვითარებაზე იმუშავებს. ივლისში მარადონამ ბრესტი მოინახულა, სადაც ბელარუსიის საფეხბურთო ჩემპიონატს დაესწრო.
ipress.ge