თვითმფრინავს, „ბოინგ 737“-ს სოჭში დაფრენის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა, ევაკუირებულია 160 ადამიანი, დაზიანებები აქვს მიღებული 18 ადამიანს, მათ შორის სამი ბავშვია, იტყობინება „რია ნოვოსტი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
„სოჭის აეროპორტში დაშვებისას „ბოინგ 737“, რომელიც მოსკოვიდან მოფრინავდა, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა“, განუცხადეს ახალი ამბების სააგენტოს. ავიაკომპანიის ცნობით, ლაინერს დაზიანებული აქვს ფრთების ნაწილი და მარცხენა ძრავი.