ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მარგველაშვილმა გაუშვა უდიდესი შესაძლებლობა მთელი ამ ხუთი წლის განმავლობაში”

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აფასებს, რომელიც 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ნიკა მელიას განცხადებით, პრეზიდენტმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმით, ყველა დიდი შანსი გაუშვა ხელიდან.

„მან გაუშვა უდიდესი შესაძლებლობა მთელი ამ ხუთი წლის განმავლობაში. ერთადერთი რამ ხდებოდა ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა პაექრობა მარგველაშვილსა და ოცნების გუნდს შორის გამოვიდოდა ის საპრეზიდენტო სასახლიდან თუ არ  გამოვიდოდა. ეს იყო და ეს. ხალხმა ყველაზე კარგად იცის რაიმე სიკეთე იგრძნო პრეზიდენტის ინსტიტუტის მხრიდან მარგველაშვილის პირობებში თუ ვერ იგრძნო“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

იტვირთბა....