ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სააკაშვილმა რუხაძეს ჰოლანდიაში სასამართლო დავა მოუგო

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს სასამართლო დავა მოუგო.

“ივანიშვილის მთავარმა ოლიგარქიულმა დასაყრდენმა რუხაძემ, მთლიანად წააგო მისი სარჩელი ჩემს წინააღმდეგ ჰოლანდიურ სასამართლოში. აი, ასეთია განსხვავება ევროპულ სასამართლოსა და ბიძინას სასამართლოს შორის.

ჰოლანდიელ მოსამართლეს დასჭირდა მხოლოდ ერთი სხდომა, რათა ყველაფერში გარკვეულიყო.
სასამართლომ ის აღიარა საჯარო პოლიტიკაში ჩართულ პირად და უარყო ის მტკიცება, თითქოს, ის მხოლოდ კერძო ბიზნესშია. ამ გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად, დამტკიცდა ქართული პოლიტიკის ოლიგარქიული ხასიათი” –  წერს მიხეილ სააკაშვილი.

იტვირთბა....