ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე საკუთარ პოზიციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჯერ არ აკონკრეტებს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, გადაწყვეტილების შესახებ შეწყალების კომისიასთან თათბირის შემდეგ განაცხადებს.
„ამასთან დაკავშირებით, შეწყალების კომისიის პოზიცია ჯერ არ მომისმენია. რამდენადაც ვიცი, იხილავენ. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, კომისიასთან თათბირის შემდგომ მოგახსენებთ“, -განაცხდა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს არ იყრის.