გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი გამოეხმაურა.
როგორც მან “მეტრონომთან” საუბრისასა განაცხადა, მარგველაშვილმა ლოგიკური გადაწვეტილება მიიღო.
“გიორგი მარგველაშვილის ეს გადაწყვეტილება ლოგიკური იყო. მე ვფიქრობ რომ გიორგი მარგველაშვილმა სწორედ შეაფასა საკუთარი შანსები და მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რადგან მას საკმაოდ მცირე შანსი ქონდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების” – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის სასახლეში განცხადება გააკეთა და აღნიშნა რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის მონაწილეობას არ მიიღებს.