ექსპერტი გია ხუხაშვილი გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
როგორც ხუხაშვილმა “მეტრონომს” განუცხადა, მარგველაშვილისთვის პოლიტიკური მოღვაწეობა არ იყო ბუნებრივი მდგომარეობა.
“ის ყოველთვის უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს საზოგადოებრივ ასპარეზზე, სამოქალაქო სექტორში და სავარაუდოდ, დაუბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას, რაც მისასალმებელია და მისალოცი”- განუცადა “მეტრონომს” ხუხაშვილმა.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ მარგველაშვილი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა, რომელ პოლიტიკურ ძალას შეუქმნიდა პრობლემას, ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ მას შეიძლება გარკვეული პრობლემები “ქართული ოცნებისთვის” შეექმნა.
“არა იმ გაგებით, რომ არჩევნებს მოიგებდა, არამედ იმით, რომ ის სამობილიზაციო რესურსი, ელექტორატის გარკვეულ ნაწილს თავის თავზე გადაქაჩავდა და ამით შექმნიდა მეორე ტურის რისკს, რაც ხელისუფლებისთვის საკმაოდ პრობლემური იქნებოდა”- განაცხადა ხუხაშვილმა.
თუმცა, ექსპერტი მაინც ფიქრობს, რომ მარგველაშვილის გადაწყვეტილება ლოგიკურია და მისი ბუნებრივი მდგომარეობა საზოგადოებრივ ასპარეზზეა.
“მისი ბედი ჩემთვის არ არის სულერთი. ეს არ იყო მისი ბუნებრივი მდგომარეობა და ამიტომ კარგია, რომ ტვირთს მოიშორებს”- უთხრა “მეტრონომს” ხუხაშვილმა.
ცოტა ხნის წინ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.