ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ სოჭში პუტინი აზერბაიჯანის პრეზიდეტს უმასპინძლებს

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით  ილჰამ ალიევი ხვალ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სოჭში ჩავა. მოლაპარაკებების მთავარი თემა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება იქნება.

„ორი ქვეყნის ლიდერი ასევე განიხილავს საერთაშორისო და რეგიონული პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს“, – ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე აზერბაიჯანის ლიდერმა ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრს უმასპინძლა.

იტვირთბა....