მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში 17 წლის მოზარდი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს მოზარდი ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვნეს და მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
როგორც სოფელში ამბობენ, ახალგაზრდამ თვითმკვლკელობამდე წერილი დატოვა, რომლის შინააარსიც ჯერ-ჯერობით უცნობია.
როგორც ,,მეტრონომს” უწყებაში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.