პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი შენგელაიამ ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში ზვიად გამსახურდიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მკვლელია.
“საქართველოს პრეზიდენტებთან ყველასთან დაპირისპირებული ვიყავი და არაფერს არ ვნანობ. თუ ვინმე ნანობს რომ სააკაშვილი აღარ არის, ან გამსახურდი – მე მაგას არ ვნანობ. ეგენი იყვნენ ქვეყნისთვის უარყოფითი მატერიები.
ისტორიული ფაქტია, რომ მკვლელი იყო ზვიად გამსახურდია. მაგისმა გუნდმა გვესროლა ჩვენ. არაფერი არ იცით ჟურნალისტებმა. კაცები არ ვართ? ეგ მკვლელები უნდა გაგვეგდო ქვეყნიდან. მე მასალა მაქვს, რომელიც ამერიკელებმა გადაიღეს, რომ პირვლი სნაიპერებმა აივნიდან ესროლეს სიგუას გარშემმო მყოფ ხალხს და სწორედ მაშინ დაიწყო დაპირისპირება” – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი შენგელაიამ.