aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კლინტონისა და ელცინის სატელეფონო საუბრები გამოქვეყნდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის ბიბლიოთეკის საიტზე გამოქვეყნდა ჩანაწერი, სადაც დაფიქსირებულია რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ბორის ელცინისა და აშშ-ს ექს-პრეზიდენტის ბილ კლინტონის სატელეფონო საუბარი. ჩანაწერის მიხედვით ირკვევა, თუ როგორ ამცნობს ელცინი კლინტონს მისი მემკვიდრის, ვლადიმირ პუტინის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

“დიდხანს ვეძებდი შესაბამის პიროვნებას და როგორ იქნა წავაწყდი. ის ჭკვიანი დემოკრატია და კარგად იცის დასავლეთი. თქვენ დარწმუნდებით, რომ ის კვალიფიციური კადრია… ის გაიმარჯვებს არჩევნებში და თქვენ ერთად იმუშავებთ” – უთხრა ელცინმა კლინტონს.

შეგახსენებთ, ელცინმა პუტინი თავის მემკვიდრედ 1999 წლის 9 აგვისტოს გამოაცხადა. მომდევნო წელს, პუტინმა არჩევნებში გამარჯვება პირველ ტურში მოახერხა.

 

 

იტვირთბა....