ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აკაკი ზოიძე: “დღეს პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია“

“დღეს პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია“ – ასეთი განცხადება გააკეთა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ .
მისი თქმით, კანონმდებლები შეეცდებიან თუ ფინანსური შესაძლებლობა იქნება პენსია გაიზარდოს.
აქციის ორგანიზატორები პენსიის გაზრდას 250 ლარამდე ითხოვენ.
“დღეს პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია. რასაკვირველია, ეს საკმარისი არაა და ჩვენ მხოლოდ ვემხრობით, თუ გვექნება საშუალება გაიზარდოს პენსია. ჩვენი გაცხადებული გეგმები ცნობილია, რომ დაგროვებით პენსიასთან ერთად, ეკონომიკური ზრდის, თუ ფასების ზრდის პარალელურად პენსიონერებისთვის პენსიები გაზრდილიყო. ეს მთავრობამ გაითვალისწინა და ველოდებით, რომ 2019 და 2020 წლებში პენსიები 20-20 ლარით გაიზრდება. ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პენსიონერი არ იყოს პოლიტიკოსზე წინასაარჩევნოდ დამოკიდებული, საჯილდოო ქვადაა პენსიის ზრდა გადაქცეული, ახლა ყველას ეცოდინება, რამდენით გაეზრდება პენსია, ეკონომიკური ზრდის პარალელურად, “- განაცხადა ზოიძემ.
შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ 2018 წელს პენსია არ გაიზრდება.

იტვირთბა....