რუსი სპორტსმენების მიერ ანტისადოპინგო წესების დარღვევის შესახებ ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირის ოფიციალური გვერდი იტყობინება.
„ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირმა აცნობა რუსეთის ბიატლონის ფედერაციასა და ოთხ რუს ბიატლონისტს ანტისადოპინგო წესების დარღვევის შესახებ. მათ 14 დღე აქვთ იმისთვის, რომ უპასუხონ ამ შეტყობინებას. თუ ისინი არ აღიარებენ ანტისადოპინგო წესების დარღვევას, საქმე ოფიციალურად გადაეცემა კავშირის ანტისადოპინგო კომიტეტს“, – წერია განცხადებაში.
მოგვიანებით, გამოქვეყნდა ეჭვმიტანილი ბიატლონისტების სია. მათგან ორი ოლიმპიური ჩემპიონია – სვეტლანა სლეპცოვა და ევგენი უსტიუგოვი. აგრეთვე, ორი ნაკლებად ცნობილი სპორტსმენი – ალექსანდრ ჩერნიშევი და ალექსანდრ პეჩონკინი.