ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სპორტი

უეფამ გურამ კაშიას ვიდეომიმართვა გაავრცელა და მისი ჯილდო კობიაშვილს გადასცა

უეფამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია „თანასწორობის ჯილდოთი“ დააჯილდოვა. ცერემონიალი მონაკოში გაიმართა, სადაც ასევე ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა და წლის საუკეთესო ფეხბურთელებიც გამოავლინეს. თავად გურამ კაშია ღონისძიებას ვერ დაესწრო და მის ნაცვლად პრიზი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა უეფას პრეზიდენტისგან ალექსანდრ ჩეფერინისგან მიიღო.

შეგახსენებთ, აღნიშნული ჯილდო კაშიამ ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის მიიღო.

მოგვიანებით უეფამ გაავრცელა გურამ კაშიას ვიდეო, რომელშიც ქართველი ფეხბურთელის მიმართვაა ჩაწერილი. “მე განვაგრძობ ფეხბურთის თამაშს და მოედნის შიგნით და გარეთ მხარს დავუჭერ ადამიანების თანასწორობას”, – ასეთი იყო კაშიას ვიდეოგამოსვლის შინაარსი. ის ალექსანდრ ჩეფერინს „თანასწორობის ჯილდოთი“ დაჯილდოვებისთვის მადლობას უხდის.

იტვირთბა....