ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მერკელმა მკითხა, რატომ არ იყო წითელი ხალიჩა”: რა უპასუხა ბახტაძემ კანცლერს

საქართველოს პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის “წითელი ხალიჩის” ეპიზოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას კარგი იუმორის გრძნობა აქვს.
მისივე განმარტებით, საქმე უსაფრთხოების საკითხს ეხებოდა.
„ქალბატონ მერკელს აქვს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა და როდესაც ჩვენ მივდიოდით თვითმფრინავისკენ, მან დამისვა შეკითხვა, ვიცოდი თუ არა რატომ არ იყო წითელი ხალიჩა და თვითონვე მიპასუხა, ეს არის ძალიან მარტივი უსაფრთხოების საკითხი, როდესაც თვითმფრინავის ძრავები მუშაობს არ შეიძლება ხალიჩა იყოს, რამაც შეიძლება უსაფრთხოების ნორმები დაარღვიოს. მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ როდესაც ასეთი სტუმარი ჩამოდის, სწორედ ეს არის უმთავრესი გზავნილი. როდესაც ასეთი მაღალი დონის პოლიტიკოსი მიდის საოკუპაციო ხაზთან და საკუთარი თვალით ხედავს იმ პრობლემას, რომელიც ჰქონდა მის სამშობლოს გერმანიის გაერთიანებამდე და ვხედავთ გერმანიის მხარდაჭერას, ჩვენი მიზნების და ამოცანების მიმართ, ეს არის ერთმნიშვნელოვანი პასუხი ყველაფრის მიმართ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

kvira.ge

იტვირთბა....