ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით სახლში მარტოხელა მამაკაცი ცხოვრობდა, რომელიც შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.
ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება.