„სან-ხოსემ“ სადაც გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი თამაშობენ გუშინ, საკუთარ მოედანზე, „დალასი“ 4-3 დაამარცხა და ოთხიდან ორი გოლი ვაკო ყაზაიშვილის ანგარიშზეა.
სან-ხოსეში მცხოვრებმა გიგა ქართველმა დღეს ექსკლუზიურად გამოგვიგზავნა ტრიბუნებზე მსხდომი ქართველთა მცირე ჯგუფის ფოტოები, რომლებიც სტადიონზე ჩვენებურების, განსაკუთღებით კი გურამ კაშიას გასამხნევებლად მივიდნენ.
„სან-ხოსეს საშინაო თამაშზე ვიყავით დღეს, სპეციალური ბანერით. იქნებ როგორმე გადავწონოთ ეს შეურაცმყოფელი აურა. ძალიან გაუხარდა კაშოს და დიდი მადლობა გადაგვიხადა“, – განაცხადა ჩვენთან საუბარში გიგა ქართველმა.
სტადიონზე იმყოფებოდა ასევე ცნობილი ქართველი მუსიკოსი ზაზა კორინთელი (ზუმბა), რომელიც ამჟამად ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.