ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი ნემსაძე: კაშიასთვის ალბათ იძულებითი იყო სამკლაურის გაკეთება, რომ იმ ხალხის გაღიზიანება არ გამოეწვია, სადაც ცხოვრობს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი და საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, გიორგი ნემსაძე ამბობს, რომ გურამ კაშიას ლგბტ ადამიანების მხარდამჭერი სამკლავურის გაკეთება აიძულეს.

მის კომენტარს “ტაბულა” ავრცელებს, სადაც ნემსაძე ამბობს, რომ კაშია იძულებული იყო სამკლავური გაეკეთებინა, რადგან იმ ხალხის გაღიზიანება არ გამოეწვია, რომელ ქვეყანაშიც ცხოვრობს.

“მე ვიცი, ევროპაში, როცა გუნდი და ხელმძღვანელობა გთხოვს, რომ გაიკეთო… შეიძლება შინაგანად ის არ არის ისეთი ადამიანი, რომ მხარდაჭერა გამოხატოს, მაგრამ გუნდის სახელით… მე დარწმუნებული ვარ, თბილისში მაგი არ გაიკეთებდა რა და არ გამოვიდოდა თავისი ინიციატივით, ეს იყო კლუბის ინიციატივა და რაღაცა გაუგებრობა მოჰყვა საზოგადოებაში. ცივილური, ევროპული გადმოხედვებით მათში ეს ჯდება, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია, ქართველი, მართლმადიდებელი ხალხისთვის. ეს იყო ალბათ იძულებითი, რომ იმ ხალხის გაღიზიანება არ გამოეწვია, სადაც ცხოვრობს. მე ვფიქრობ, რომ იძულებით გაიკეთა ალბათ, თორემ შინაგანად ელგებეტე მომხრე დარწმუნებული ვარ, არ არის ეს ადამიანი”, – ამბობს ნემსაძე. [სტილი დაცულია]

ის ასევე ამბობს, რომ ლგბტ ადამიანების ჩაგვრა და ის, რომ განსხვავებულობის გამო “თავში ტაბურეტკა ურტყა”, მიუღებელია. “ტაბულას” ცნობით, მათთან საუბარში გიორგი ნემსაძე ამბობს, რომ ამ ადამიანებს “თავისი გაჭირვება ეყოფათ”.

“ჩემს ფსიქოლოგიურ შეხედულებებში არ ჯდება, რომ მამაკაცებზე ქორწინდებიან. დარწმუნებული ვარ, არც ის [გურამ კაშია] არის, მაგრამ იქ რომ ცხოვრობს და იქ რომ მიღებულია… დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში მხარდაჭერას არ გამოთქვამს. დაჩაგვრა მიუღებელია, მაგრამ ღმერთმა ქალი და კაცი იმიტომ შექმნა… რთულია ჩემთვის ახსნა, არც მინდა გავიაზრო მაგი. დაჩაგვრა და ვიღაცა რომ წამოხტება და რატომ ცხოვრობ და რატომ ხარ ესეთი, არ არის სწორი, თავისი გაჭირვება ეყოფათ იმ ადამიანებს. განსხვავებულობის გამო რომ თავში ტაბურეტკა ურტყა, ასეთი რამე მიუღებელია. ვიცი რა ხდება უცხოეთში, ვიცი რომ საზოგადოება შეგუებულია და იცის, რომ თანასწორუფლებიანია ის ადამიანი”, – ამბობს ნემსაძე.

იტვირთბა....