პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ფოტოს მისი ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
კუბლაშვილის განმარტებით, ფოტო გადაღებულია სუს-ში 8-საათიანი გამოკითხვის შემდეგ. როგორც მარიამი სოციალურ ქსელში წერს, მალხაზ მაჩალიკაშვილი ნერვიულობით ხდება ცუდად.
“ნერვიულობით ხდება ცუდად, მშიერი იყო დღეს ვერ ვჭამეო, არ გადამივიდა ყელშიო… მეც კი ძალიან ცუდად ვარ ახლაც. ეგ რა იქნება” – ამბობს კუბლაშვილი.
მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში უკვე რამდენჯერმე დაიბარეს. მან გამოკითხვიდან გამოსვლისას ჟურნალისტებს უთხრა, რომ ცირკში მონაწილეობას აღარ აპირებს და გამოკითხვაზე აღარ გამოცხადდება.
„არ მინდა ჩემი გამასხარავება ამათ რომ ყოველთვის გამოუვიდეთ. კითხვები იყო მიცემული ჩვენების ხელმეორედ გამეორება,“ – აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.