aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ავსტრალიაში, ქიმიურ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

Reuters-ის ინფორმაციით ავსტრალიაში ქიმიურ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ინციდენტი მელბურნის დასავლეთ ნაწილში მოხდა.

ხანძრის გაჩენის შემდეგ ქიმიური ქარხნის საწყობში აცეტილენის და აცეტონის მარაგი ფეთქდება. ამიტომ სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ცეცხლს სრული მობილიზებით ებრძვიან. ხანძრის წინააღმდეგ მობილიზევულია 120-ზე მეტი მაშველი და 30 ერთეული ტექნიკა.

რეგიონში უსაფრთხოების გამო რამდენიმე სკოლა დაიხურა. ხელისუფლება კი ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს სახლებში დარჩნენ და ტოქსიკური გამონაბოლქვისგან თავის ასარიდებლად ფანჯრები დახურონ.

სახანძრო სამსახური აცხადებს, რომ ცეცხლის ლოკალიზებას რამდენიმე საათში მოახერხებენ.

იტვირთბა....