აფხაზეთის დე-ფაქტო ექს-პრემიერის სერგეი შამბას განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არის პროგრესი და მიღწევა, რაც შამბამ თავისი პირით აღიარა.
“რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ათწლეულების განმავლობაში, პრაქტიკულად ის აღიარა დღეს შამბამ” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ღრმა კრიზისში არიან და თუ ამ კრიზისიდან არ გამოვლენ, მერე მუხლებზე დადგებიან და საქართველოს ან რუსეთს თხოვენ მათ შემადგენლობაში მიიღონ.